ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოებრივად ვინც აზროვნებს, მოვუწოდებთ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთოს, დებატების მთავარი ადგილი პარლამენტია

“თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია და პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს. ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მოვუწოდებთ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთოს და ამ დებატების მთავარი ადგილია საქართველოს პარლამენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც სახელმწიფოებივრად მოქმედებს, მათ მოწოდებას გაითვალისწინებს.

„ვინც სახელმწიფოებრივად მოქმედებს, ჩვენს მოწოდებას გაითვალისწინებს. სათანადო დისკუსიები გვჭირდება იმისთვის, რომ ერთად განვავითაროთ ქვეყანა, რომელსაც წინსვლა სჭირდება. ამისთვის პარლამენტს განმსაზღვრელი როლი ეკისრება, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, საპარლამენტო დებატებში ჩაერთონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები