ცესკო ბათილი ბიულეტენების შედარებითი სტატისტიკას აქვეყნებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტენების მონაცემები დაამუშავა როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში. მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში არის სულ რაღაც 3.42 პროცენტი.

ბათუმის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77 034 მოქალაქემ, ხოლო ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 2.69 პროცენტია. ასევე მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნების ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ზოგადად გასულ წლებში ორგანიზებულ არჩევნებთან მიმართებაშიც. მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32 191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი – 790 528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32 718, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთან (869 959) მიმართებაში 3.76%-ია. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე მხოლოდ 3.42% ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების (არჩევნებში მონაწილე – 1 043 994); რაც შეეხება მეორე ტურს, წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების 2.96% (30 095 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე – 1 015 494).

გასულ წლებთან მიმართებაში გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით, 0- აღნისნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები