ჩვენი წინასწარი მონაცემებით ყველა, ოცივე ოლქში გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები კახა კალაძეს გამარჯვებას ულოცავენ.
“მადლობა ჩვენს ხალხს, მადლობა მხარდამჭერებს, მადლობა უფალს რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით ჩვენ ყველა ოლქში გამარჯვება მოვიპოვეთ”, – განაცხადა პრემიერმა.