ირაკლი კობახიძე: როცა 1 830 უბნიდან ერთში ქრება შუქი, ამას სჭირდება სიმშვიდე – არ შეიძლება პროვოკაციის მოწყობის საფუძველი გახდეს
როდესაც 1 830 უბნიდან ერთ უბანში ქრება შუქი, ამას სჭირდება სიმშვიდე, შეიძლება დაინტერესდე, გადაამოწმო ყველაფერი, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს პროვოკაციის მოწყობის საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვაზისუბნის 62-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი, ნიკანორ მელიამ, ცნობილმა პროვოკატორმა გამოიყენა პროვოკაციის მოწყობის საბაბად, რაც არის სამარცხვინო საქციელი. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაცობა“ არის სირცხვილი და ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.