ირაკლი კობახიძე: სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია
ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს ვაზისუბნის 62-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
„ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ და მეათედ. ეს მოხდა მეოცედ, ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთი ტიპის რეაგირება არის სამწუხარო. მოვუწოდებ ყველას, მაგალითად მელიას, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.