კელი დეგნანი: ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები
“ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა ჰქონდეს.
„ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის გადათვლის სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება მოხდა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები, ძალიან განსხვავებული პარტიებიდან გამოდიან ერთად, იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის და შეაქვთ წვლილი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვიხილავთ დღეს და ხვალ”, – აღნიშნა ელჩმა.