ბექა ვაჭარაძე: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფოთში ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს „ნაცმოძრაობაშიც“ იციან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეორე ტურში ჩვენ ვიმარჯვებთ და ამის შესახებ იციან „ნაცმოძრაობაშიც“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატამ ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გამო არიან პანიკაში ოპოზიციის შტაბში და ცდილობენ უბნებზე არეულობა შექმნან.

„ფოთის N12 უბანზე მომხდარი ინციდენტი იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ოპოზიციამ ხელოვნურად რაღაც დაძაბულობა შექმნა. რეალურად, პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ასე გაგრძელდეს ბოლომდე. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს აქტიურობისთვის და მოვუწოდებ მათ, ვინც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბნებზე, აუცილებლად დააფიქსირონ სწორი არჩევანი. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ჩვენ ვიმარჯვებთ. ამის შესახებ იციან „ნაცმოძრაობაშიც“. შესაბამისად, ისინი ამის გამო არიან პანიკაში და ცდილობენ, რაღაც დაძაბულობა შექმნან“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები