ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე – იოსებ ხახალეიშვილი

ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც გამარჯვებული, მზად არის ემსახუროს მშობლიურ ქალაქსა და თანაქალაქელებს.

„დღეს პრინციპული და მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე. რაც შეეხება ჩემ არჩევანს, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეზე, მის თანაბარ და წარმატებულ განვითარებაზე, დაწყებული საქმეების გაგრძელებაზე და მზად ვარ, გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქსა და თანაქალაქელებს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები