გიგი უგულავა: მინდა, გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლებს განსაკუთრებით მოვუწოდო აქტიურობისკენ

ფოთის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, გიგი უგულავამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. უგულავას თქმით, სწორედ ამომრჩეველზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ფოთი მომავალი წლების განმავლობაში. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებში აქტიურობას ის განსაკუთრებით გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ – ამომრჩეველს სთხოვს.

„მინდა, ყველა ფოთელს ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ. მეგობრები, დღეს თქვენს ხელშია, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივრობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას. მინდა, გიორგი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს განსაკუთრებით მოვუწოდო აქტიურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა, მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ ის უპერსპექტივობა და კლანურობა, რომელიც აქ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს უპატივცემულოდ ეპყრობიან, არც თქვენ მოგწონთ ის, რომ აქაურ პენსიონერს არ აქვს ნორმალური პენსია. დარწმუნებული ვარ, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 50 ლარით გაიზარდოს პენსია, თქვენც დაუჭერთ მხარს იმას, რომ ფოთელ სკოლის მოსაწავლეებს ჰქონდეთ უფასო კვება. ამიტომ, გადავცეთ მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს – ვიაქტიუროთ, არ არის დღეს ნეიტრალიტეტის დრო, რადგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყანა და ქალაქია გადასარჩენი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები