გიორგი კირთაძე: მნიშვნელოვანია, აქტივობა იყოს მაღალი – ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ საკუთარი არჩევანი 55-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

კორთაძე ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია, რომ აქტივობა იყოს მაღალი. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს მაღალი, არჩევნებზე მივიდეთ”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები