თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ისე გადააყენეს თანამდებობიდან, თვითონაც არ იცოდა და საჯარო წერილით გაიგო, რომელიც ბელადმა ციხიდან გამოაქვეყნა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ისე გადააყენეს თანამდებობიდან, თვითონაც არ იცოდა და საჯარო წერილით გაიგო, რომელიც ბელადმა ციხიდან გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს“, – აცხადებს ფაღავა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები