ლევან მაჭავარიანი: „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან
„ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მობეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის“, – აცხადებს მაჭავარიანი.