თეა წულუკიანი – “ნაცმოძრაობაზე“: სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არც ერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისკენ
“მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხს არ დასჯერდება და ის შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას”,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო „ნაციონალურ მოძრაობას“ არეულობის შესაძლებლობას არ მისცემს.
“მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხს არ დასჯერდება და ის შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას იქნება ეს სამეგრელოსა თუ იმერეთში, ან კიდევ სხვაგან. რატომაც არა, თბილისშიც, იმიტომ რომ მათ უკვე იციან რომ მარცხდებიან, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არც ერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის ჩაკეტვისკენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.