შალვა პაპუაშვილი: ხმა მივეცი თბილისის განვითარებას

“ხმა მივეცი სიკეთეს და განვითარებას, რა თქმა უნდა, კახა კალაძეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება.

„2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები