“კვირაია იყო შს მინისტრი, იჭერდა და მეექვსე სართულიდან ყრიდა ახალგაზრდებს” – რა ისმის სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერში

მე ბატონ მიხეილთან ვმუშაობდი თანაშემწედ, კვირაია იყო შს მინისტრი, ბახტრიონზე ცხოვრობდა ეს კაცი, იჭერდა და მერე მე-6 სართულიდან ყრიდა ახალგაზრდებს, ერთ დღეს გავიგე, რომ მისი შვილი ვიღაცა გამწარებულმა მოკლა ჩანგლებით, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, სადაც ენმ-ს წევრები სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობდნენ.

“დაუდგენელი პირი: მე ბატონ მიხეილთან ვმუშაობდი თანაშემწედ, კვირაია იყო შს მინისტრი, ბახტრიონზე ცხოვრობდა ეს კაცი, იჭერდა და მერე მე-6 სართულიდან ყრიდა ახალგაზრდებს, ერთ დღეს გავიგე, რომ მისი შვილი ვიღაცა გამწარებულმა მოკლა ჩანგლებით, ანუ რისი თქმა მინდა, ყველა ვინც კარგად ცხოვრობს დღეს, არ არიან დაცულები, თუ აირია ქვეყანა და შეუქცევადი პროცესები წავიდა, აი ესეც უნდა ვუთხრათ და გავაგებინოთ, რომ წამოვიდნენ 30-ში და აღარ შემოხაზონ.

გიორგი შერვაშიძე: დავუჯდებით ღარიბაშვილს სახლში ყავის დასალევად.

დაუდგენელი პირი: თუ გადაიყვანეს იქ ციხის საავადმყოფოში, რას ვაკეთებთ. შტურმი მაშინ. აბა სხვა რა. აუცილებლად. შტურმის გარეშე გამოსავალი არ არის. აბა როგორ.

დაუდგენელი პირი: გინდათ თქვენ. უსისხლოდ შედეგი დამდგარა?

ბ.წერედიანი: ისეთი უმართავი პროცესები წავა ქვეყანაში..

დაუდგენელი პირი: დაიწყება ამ ბანდფორმირებების , ავაზაკების თარეში.

ა.მილორავა: მხედრიონი მონაგონი იქნება მერე”, – ისმის აუდიოჩანაწერში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეს იძიებს. გამოძიებს სსკ-ის 315-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები