რა არის ბეითინგი და როგორ დავიცვათ თავი კიბერკრიმინალისგან?

ინტერნეტ სერფინგის დროს შეიძლება შეგვხვდეს მრავალი საფრთხე, რომელმაც ამა თუ იმ გზით შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს უსაფრთხოებას. ჰაკერები იყენებენ თავდასხმის მრავალ ტექნიკას თავიანთი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, პაროლების მოპარვის თავდასხმებს, მონაცემთა შეგროვების სტრატეგიებს ან ჩვენი კომპიუტერების ინფიცირებას. ჩვენ ამჯერად ვისაუბრებთ სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთ განხრაზე, ბეითინგზე, რომელიც საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი ინტერნეტ მოხმარებლებისთვის და მოგცემთ რჩევებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ დაიცვათ თავი ამ და მსგავსი მავნე პროგრამებისგან.

Baiting

Baiting არის სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი განხრა. ამ დროს თავდამსხმელი ტოვებს დაინფიცირებულ CD დისკებს ან ელ მედია მატარებლებს საჯარო ადგილებში იმ იმედით, რომ რომელიმე გამვლელი აიღებს ცნობისმოყვარეობის გამო და გამოიყენებს თავის მოწყობილობაზე. მაგალითად, ქმნიან დისკს, რომელსაც ახატავენ რაიმე პოპულარული ბრენდის ლოგოს, წერენ იმავე საინსტალაციო ფაილს, ოღონდ, სინამდვილეში, მავნე პროგრამული უზრუნველყოფით სავსეს. შემდეგ მათ ტოვებენ ბარებში, მეტროს, ავტობუსის ან სამარშუტო ტაქსის სავარძელზე. მსხვერპლი აერთებს ნაპოვნ მოწყობილობას თავის მოწყობილობაზე. მას ჰგონია, რომ 100$-იანი პროგრამა უფასოდ იშოვა, მაგრამ, სინამდვილეში, ის საკუთარ მოწყობილობაზე წვდომას აძლევს კიბერკრიმინალს.

როგორ დავიცვათ თავი?

  • გამოიყენეთ ანტივირუსი;
  • განაახლეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა;
  • არ შეაერთოთ უცხო ელექტრონული მედია მატარებელი კომპიუტერზე;
  • შექმენით კომპიუტერში არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლები;
  • დაშიფრეთ მნიშვნელოვანი მონაცემები და ფაილები.

მომზადებულია კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ „Imperva”-ს მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები