საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესი იმართება

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

დღევანდელ პროცესზე “მთავარი არხის”, “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “რადიო თავისუფლებისა” და “ტაბულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის ეპიზოდები განიხილება.

ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლითაც დაკავებულთა ბრალეულობა დასტურდება – შვიდივე პირი მოსამართლის გადაწყვეტილებით ამ დროისთვის პატიმრობაშია.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები