ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერთ-ერთ სახლში შენიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევდნენ, რაც სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აგიტატორები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხალხს პირადობის მოწმობები ჯერ ჩამოართვეს, შემდეგ კი ფანჯრებიდან გადაყარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები