გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, მეორე ტურის არჩევნებზე ისაუბრეს.

„გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმების განხორციელებაში. ამასთანავე, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ პროცესები, სამწუხაროდ, არ ვითარდება პოზიტიური დღის წესრიგით, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკურ ველზე არსებული დაძაბულობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები