გიორგი საბედაშვილი: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
“გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.
„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოვლედღიურ ღეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“, – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.