შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობა” აგონიაშია ჩავარდნილი

“მათ იციან კარგად, რომ დღეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავენ იმ მარცხს, რომელიც 2 ოქტომბერს იწვნიეს და დღეს კიდევ ერთხელ თავის თვალით დაინახავენ იმ მარცხს, რომელიც მათ მოელით 30 ოქტომბერს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

” ეს არის ჩვენი შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება. რაც შეეხება ამის აღქმებს, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. თუკი ვინმეს სურს, რომ ეს გაიგოს, როგორც კონტრაქცია, კი ბატონო, გაიგოს. მათ ჩვენ ამას ვერ გადავაფიქრებინებთ. ერთადერთი რამ იკვეთება ამ რეაქციებზე, ჩანს ის აგონია, რაშიც ჩავარდნილია “ნაციონალური მოძრაობა”. მათ იციან კარგად, რომ დღეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავენ იმ მარცხს, რომელიც 2 ოქტომბერს იწვნიეს და დღეს კიდევ ერთხელ თავის თვალით დაინახავენ იმ მარცხს, რომელიც მათ მოელით 30 ოქტომბერს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები