მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას – არცერთ პროვოკაციას არ აჰყვნენ, მათ შორის, მედიასაშუალებების მხრიდან
“ჰუმანურობა არის ამოსავალი წერტილი და ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანების, რომლებიც სიკეთისთვის იბრძოდნენ, დღესაც ამას გააგრძელებ, დღევანდელ აქციაზე თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტის დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა – იქნება თუ არა დღევანდელ აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია იქნება ერთ-ერთი პასუხი იმ ნარატივებზე, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან ვხედავთ.
„მოვუწოდებ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას – არცერთ პროვოკაციას არ აჰყვნენ, მათ შორის, მედია საშუალებების მხრიდან. დაიცვან როგორც თავიანთი, ასევე, ჟურნალისტებისა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება, ყველას სიყვარულით მიუდგნენ. ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, საბოლოოდ, ჩვენი შვილები ერთ სკოლასა და ბაღში დადიან, ცხოვრება ერთად უნდა გავაგრძელოთ. ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ვიზრუნოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.