“ევროპული საქართველო” მეორე ტურისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს ამატებს

“ევროპული საქართველო” მეორე ტურისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს ამატებს და მობილურ ჯგუფებს ქმნის, რომლებიც თითოეულ საარჩევნო უბანზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, “ევროპული საქართველოს” ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ 30 ოქტომბერს დანიშნული, მეორე ტურის წინასაარჩევნო სტრატეგია განიხილეს.

„ეს არჩევნები არ არის მხოლოდ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც მეორე ტურშია, ზუგდიდის შემთხვევაში, მერობის კანდიდატ  ანზორ მელიას, არამედ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უდიდესი საფრთხის მატარებლის „ივანიშვილის რეჟიმის“ მორყევის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს და შევაჩეროთ ეს კატასტროფული კურსი, რაც ამ რეჟიმს აქვს აღებული ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის საჭიროა ყველა ამომრჩევლის მოტივირება და საჭიროა, რომ ჩვენი გუნდის ყველა აქტიური წევრი იყოს საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობისას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები