“ქართული ოცნების” აქციის მონაწილე: “ნაცები” ვერავის ვეღარ მოატყუებენ – ხალხს თევზის მახსოვრობა არ აქვს
თბილისში დღეს დაგეგმილი, „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის მონაწილე, ფარნა მახოხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება და “ნაცმოძრაობა” ხალხს ვეღარ მოატყუებს.
„ხალხს თევზის მეხსიერება არ აქვს. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. აღარ გვჭირდება ომი და უბედურება – საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რაც კარგად მიდის მოქმედი მთავრობის ხელში. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ვერავის ვეღარ მოატყუებს. ვიღაც ახლა ამბობს, რომ კოალიციურად მოდიანო – კოალიციურად მოვიდა 2003 წელს „ნაცმოძრაობა“ და დაღუპა მთელი საქართველო“, – ამბობს ფარნა მახოხიშვილი.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.