თბილისში “ქართული ოცნების” შემაჯამებელ აქციას ზუგდიდიდან უერთდებიან

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციას, რომელიც დღეს თბილისში გაიმართება, ზუგდიდიდანაც უერთდებიან. ქალაქიდან პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ავტოკოლონა დედაქალაქისკენ დაიძრა.

„დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი აქცია. ეს არის ყველა იმ თავისუფალი ხალხისთვის, რომელსაც უყვარს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება. ზუგდიდიდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და მე მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”, თაზო ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები