მამუკა მდინარაძე: მელიას ბანერები კრიტიკას ვერ უძლებს
“ბოლო პერიოდში მელიას ბანერები გამოჩნდა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ შეიძლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოებაზე ცუდი წარმოდგენა აქვს.
„მათ ინფორმაცია რომ ჰქონდეთ, ბანერს არ დააწერდნენ, რომ – 100 სტუდენტი უცხოეთის სასწავლებელში, როცა ყოველწლიურად ათასამდე სტუდენტი ფინანსდება სხვადასხვა პროგრამით, ეს ინფორმაცია რომ სცოდნოდათ, დაწერდნენ 2 ათასს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ამ ქვეყანაში და არც აინტერესებთ. მათ აინტერესებთ პატიმრის გამოხსნა, ჯალათის დახსნა, ვიღაც კრიმინალის დაცვა. „ნაცმოძრაობა“ და „მიშისტები“ რამდენ ფლანგად არ უნდა დაშალო და რამდენჯერაც არ უნდა ჰქონდეთ მცდელობა მისი გაკეთილშობილებას, ისინი მაინც ერთნი არიან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს თითოეული ადამიანი, რომელიც რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, იმას თუ გაახმოვანებს სოციალურ ქსელში. მთავარი იცით, რა არის, როგორც კი ტყუილზე ააგებ ნარატივს, ვერსად გაიმარჯვებ. ქართულ საზოგადოებაზე მათ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.