ირაკლი ზარქუა: მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ყველა ის ადამიანი მოვა, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი
“მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ყველა ის ადამიანი მოვა, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ხვალაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, აქციაზე ელოდებიან როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორში დასაქმებულებს.
“მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ყველა ის ადამიანი მოვა, ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი. ყველას ველოდებით. არ აქვს მნიშვნელობა, ეს საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო სექტორის დასაქმებული პირი”, – აცხადებს ზარქუა.