“რუსული და ჩინური ჯობს” – ლუკაშენკო მოსახლეობას დასავლური ვაქცინებით არ აცრის

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინების შეტანას აზრი არ აქვს, რადგან ჩინური და რუსული პრეპარატები ჯობს.

ამის შესახებ მან ერთ-ერთ საავადმყოფოში სტუმრობის დროს თქვა.

„ბელორუსში წარმოდგენელმა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსულმა და ჩინურმა ვაქცინებმა კარგად დაიმკვიდრეს თავი, ვიდრე მათმა დასავლურმა ანალოგიებმა, რის გამოც ყიდულობს ქვეყანა ამ პრეპარატებს. გარდა ამისა, ბელორუსში რუსული ტექნოლოგიების გამოყენებით ვაქცინას უკვე ქმნიან და მომავალში საკუთარი პრეპარატი გვექნება. შესაბამისად, ქვეყანაში დასავლული ანალოგიების შემოტანის აზრს ვერ ვხედავთ”, – თქვა მან.

ბელორუსში მოსახლეობას ამჟამად Sinopharm-ით, რუსული “სპუტნიკით” და “სპუტნიკ ლაით”-ით ცრიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები