სირიაში “მუსლიმ შიშანის”, იგივე მურად მარგოშვილის მკვლელობა მზადდება

სირიის ქალაქ იდლიბში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორისტთა სიაში შეწყვანილი, ჩეჩენი საველე მეთაურის, “მუსლიმ შიშანის” მკვლელობა იგეგმება.

როგორც იუთუბ-არხ OGN TV-ის ავტორმა, ჟურნალისტმა ბილალ აბდულ-ქარიმმა თქვა, შიშანის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამში” საუბრობენ.

აბდულ-ქარიმის თქმით, შიშანის მოწინააღმდეგეები “ისლამურ სახელმწიფოსთან” მის კავშირებზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს არერთხელ უარყო.

“რადიო თავისუფლების” რუსული რედაქცია წერს, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გაჩნდა სირიაში ჯიჰადისტური ჯგუფების ექსპერტის, ჯოანა პარაშჩუკის ,,ტვიტერის,, გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმ შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის. ის ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა და რუსეთის მიერ აკრძალული დაჯგუფების – “ჯუნუდ აშ-შამის” ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები