ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მონაწილეობას მიიღებს
28 ოქტომბერს, პარიზში, UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიწვევით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე იუნესკო-ს ამბასადორიალზე მონაწილეობას მიიღებს.
პარლამენტის ინფორმაციით, იუნესკო-ს ელჩების სესია სათავო ოფისში გაიმართება, სადაც განიხილება იუნესკო-ს პრიორიტეტები და მიმდინარე/ ძირითადი საკითხები. საღამოს სესია კი ჩანიშნულია კე ბრანლეს მუზეუმში( Musee du Quai Branly).