იუსტიციის სახლი 25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა

25 ოქტომბერს, ვიზიტის წინასწარი ჯავშნის გარეშე, 19 000-ზე მეტ მომხმარებელს მოვემსახურეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისების წინასწარი ჯავშნის პრინციპით გაცემისას დღეში საშუალოდ 14 000-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა.

„წინასწარი ჯავშნის მოხსნის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდასა და მოქალაქეების მხრიდან მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნას უკავშირდება.

იუსტიციის სახლი ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, შიდა სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატებით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და სადეზინფექციო სითხეებით

რიგის მართვა კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს“, – ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები