ალიევმა და ერდოღანმა ფიზულის აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პირველმა პირებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

ერდოღანის თვითმფრინავი ფიზულის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი დახვდა და ორმა ლიდერმა წითელი ლენტი ერთობლივად გაჭრა.

ალიევსა და ერდოღანს აეროპორტის სიმბოლური გასაღები გადაეცათ.

ფიზულის აეროპორტის მშენებლობას საფუძველი 2021 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, თუმცა, მან ფრენების მიღება ოფიციალურ გახსნამდე რვა თვით ადრე დაიწყო. პირველი საცდელი ფრენა 22 აგვისტოს შედგა. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 3000 მეტრია და სიგანე  – 60 მეტრი. ტერმინალს შეუძლია საათში 200 მგზავრის მომსახურება.

ქალაქ ფიზული აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ 2020 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები