“უკრაინამ პანდემიის ისტორიაში კონტინენტურ მაქსიმუმს გადააჭარბა” – ქვეყანა მესამე ტალღას ებრძვის

უკრაინა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღაში შევიდა. ბოლო რამდენიმე დღეა, კოვიდ19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 ათასს აღემატება.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 19 120 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი დღით ადრე 14 634 ინფიცირებული იყო.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 734 პაციენტი შეეწირა, გუშინ 330 ლეტალური შემთხვევა იყო.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში 2 803 159 შემთხვევა გამოვლინდა, 64 936 ადამიანი გარდაიცვალა.

შექმნილი ვითარების კომენტირებისას, კიევის ეკონომიკის სკოლის, ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, იური განიჩენკომ თქვა, რომ ქვეყანამ პანდემიის ისტორიის განმავლობაში კონტინენტურ მაქსიმუმს გადააჭარბა.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში ვითარება არც ისეთი ცუდია, არის ქვეყნები – სადაც ბევრად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირებულა.

“უკრაინაში მესამე ტალღაა და ის ახლა ყველაზე დიდია. მან არა მხოლოდ საკუთარი რეკორდები დაამყარა, არამედ კონტინენტის ისტორიული მაქსიმუმის რეკორდებიც მოხსნა ინფიცირების მაჩვენებლით. უკრაინამ უკვე გადააჭარბა კონტინენტურ მაქსიმუმებს პანდემიის მთელი ისტორიის განმავლობაში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები