ნიკა მელია: შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ არ ახდენს “ქართული ოცნება“ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში

“შეუძლებელია ახსნა იმის, თუ რატომ ჯიუტობს ასე „ქართული ოცნება“ და რატომ არ ახდენს სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში საზოგადოების სიფხიზლეა საჭირო.

„შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ჯიუტობს ასე „ქართული ოცნება“ და რატომ არ ახდენს ჰოსპიტალიზებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის, თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. ამიტომ, არანაირი შესაძლებლობა და უფლება არ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“ გლდანის ციხეში გადაყვანის. წინა წელს 600-მდე პატიმარია გადაყვანილი კერძო სამოქალაქო საავადმყოფოებში. ეს რომ გამონაკლისი იყოს, რის დაშვებასაც ჩვენ ვითხოვთ, კიდევ შეიძლება, გამეგო არგუმენტი „ოცნების“ წიაღიდან რომელიმესი, მაგრამ ეს არის აპრობირებული გზა, როდესაც მრავალპროფილურ საავადმყოფოში პატიმარი გაყავთ, მით უფრო, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ეხება და არის წუხილი ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებაში და გთხოვენ, რომ ეს ასე გააკეთე და არ აკეთებ, მაშინ საზოგადოება უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები