გია აბაშიძე: ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს

“სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა, რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად “ნაცების” სექტა”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისი მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომ ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც შერიფს აირჩევენ.

,,საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელებსა და სექტის ბრმა მიმდევრებს ახასიათებთ განათლებისა და კომპეტენციის ტოტალური დეფიციტი. ნიკანორ მელიას ყალბი დაპირებების კვალდაკვალ, ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს. პოპულიზმსაც აქვს გარკვეული საზღვრები. სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში, ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა, რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია, როგორც მთლიანად “ნაცების” სექტა’’, – წერს Facebook-ზე აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები