მიხეილ სარჯველაძე: სპეკულაციები, რომლებიც საპატიმრო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაგნო დისკუსიაა

“ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა, ის სპეკულაციები, რომლებიც საპატიმრო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაგნო კამათი და დისკუსიაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სინამდვილეში, სამედიცინო მომსახურება, რომელიც პატიმრის უფლებაა, იქნება დაცული, გარანტირებული და უზრუნველყოფილი, საამისოდ რაიმე საფრთხეების ხელოვნურად შექმნაზე საუბარი გამართლებული არ იქნება. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც ჯანმრთელობის მიმართულებით არსებობს კონკრეტული პატიმრის შემთხვევაში, შეძლებენ, რომ დაიცვან ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილი იყოს ყველა სერვისის მიწოდება. რაღაც ნაწილი აპარატურისა არსებობს, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურად მართვისთვის, ასეთი აპარატურა საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც სამკურნალოა, მთლიანად არის მობილიზებული. რაც შეეხება CATE- ს და ა.შ. რომელიც კვლევითი ფუნქციებით გამოსაყენებელია, რომელიც ურგენტულ, სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურ უზრუნველყოფას არ გულისხმობს, ეს არის თუ არ არის, ეს არ არის ურგენტულად გამოსაყენებელი. კონსილიუმი ამბობს, რომ ასეთი სერვისი შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება არც დასჭირდეს, მაგრამ სერვისების მობილიზება, რომელიც აუცილებელია, ეს გახლავთ ისეთი აპარატურა, ისეთი მედიკამენტები, ისეთი პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ვითარების უცბად, რადიკალურად გაუარესების შემთხვევაში, რომ ადგილზე მობილიზებული იყოს ისეთი რესურსი, რომ სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურად მართვა იყოს შესაძლებელი. მთავარი არის დაწესებულებას გააჩნდეს შესაძლებლობა ურგენტულად გასაცემი მომსახურება იქნას მიწოდებული”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები