„ქართული ოცნების“ ოპონენტები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში ძალადობითა და არეულობით მოვიდნენ” – ალი ბაბაევი
„ქართული ოცნების“ ოპონენტები, სამწუხაროდ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში ძალადობითა და არეულობით მოვიდნენ”, – ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ბაბაევმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე არსებული წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიმართა.
“მინდა, ჩემს გამოსვლაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნების შედეგებზე გავამახვილო ყურადღება და შევაფასო ის, თუ რა მდგომარეობაა მეორე ტურთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“- დემოკრატიული საქართველო“ აგრძელებს საარჩევნო პროცესს, კამპანიას იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც განმორებითი არჩევნებია.
ქვეყანაში მთავარია სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესების გაგარძელება იმ ფორმით, რა ფორმითაც, წესით, უნდა გაგრძელდეს. მე, როგორც „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი, ვიყავი თელავში და აზერბაიჯანელ ამომრჩევლებს შევხვდი. მეორე ტურთან დაკავშირებით ვითარება ძალიან შეიცვალა, ხალხს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გაიმარჯვებს. რუსთავში „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი ერთერთი „კმარელი“, დავით კირკიტაძეა, რომელიც ცნობილია, როგორც ხულიგანი, კრიმინალი. ასევე, ეს ადამიანი ცნობილია, როგორც საკააშვილის რეჟიმის დროს 7 ნოემბრის დარბევის ერთერთი აქტიური მონაწილე. ეს ის კირკიტაძეა, რომელიც ვნახეთ, მაიმუნობს და იცინის, როცა ფეხით მოქალაქეს ურტყამს. ასეთ ადამიანებს როგორ უნდა ენდონ რუსთაველები? ან საქართველოში ასეთი ადამიანები როგორ უნდა ისხდნენ პარლამენტში? როცა ადამიანი ციხეში იჯდა, კრიმინალია, ხულიგანია, ის დღეს რუსთავში მერობის კანდიდატია. მგონი, რომ რუსთაველები გუშინდელი სიუჟეტების მერე უფრო საღად იაზროვნებენ და აირჩევენ ქალბატონს, რომელიც თავის გუნდის, ხალხის და რუსთაველების ერთგულია. ქალბატონი ნინო ლაცაბიძე ერთერთი დამსახურებული კანდიდატია და ის ამ არჩევნებს მოიგებს. ჩვენ იქ შევხვდით აზერბაიჯანელ მაცხოვრებლებს და ისინი ნამდვილად მხარს უჭერენ ქალბატონ ლაცაბიძეს“, – განაცხადა ბაბაევმა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
„თბილისში 100 %-იანი ვიცით, რომ კახა კალაძის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, მელია, რომელიც თვითონაც აგონიაშია, თავის ბანერებში „5“ ნომერიც დამალა. შეიძლება, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობაც“ დატოვოს. ასეთი პროგნოზებია.
ამ არჩევნებს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ „ქართული ოცნება“ დაამტკიცებს, რომ მისი მთავარი მიზანია, საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთლობა შეინარჩუნოს, ამ პანდემიის პერიოდშიც და საერთოდ. ის რეფორმები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში ხორციელდება, აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზეა ორინეტირებული. „ქართული ოცნება“ მხოლოდ სტაბილურობისთვის, განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის ფიქრობს. ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში ძალადობითა და არეულობით მოვიდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს იმიჯი შელახონ.
ხვალ „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ თბილისში თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი აქცია უნდა გაიმართოს. მივმართავ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც 7 ნოემბრის , 26 მაისის აქციებზე იყო, უნდა შევიკრიბოთ სატბილურობისთვის, სიმშვიდისთვის, განვითარებისთვის. მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოში ჩვენ უმრავლესობა ვართ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა შვილობილებმა უნდა შეიგნონ, რომ დემოკრატიულ პროცესებში უმრავლესობა მართავს და არა – კრიმინალური დაჯგუფებები.
თბილისში 19 000-მდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათ ვხვდები უბნებში, ძალიან ოპტიმისტურად არიან განწობილები. აზერბაიჯანელებს მივმართავ მეგობრულად, უნდა დავირაზმოთ, თუ გვინდა სტაბილური ქვეყანა, განვითარებული ევროპული სტილის ქალაქი თბილისი, კალაძეს გვერდით უნდა დავუდგეთ, ძალადობის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.