თელავში დამატებით 4 ახალი ჭაბურღილი მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დამატებით 4 ახალი ჭაბურღილი ეწყობა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილები მოეწყობა სოფლებში ლალისყურში, ვარდისუბანში, გულგულასა და ბუშეტში.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჰიდრო გეო” ასრულებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 649 300 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები