მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები გრძელდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა მერიის ინფრასტრუქტურის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ცოტნე კაკულიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში იგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.
ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.