რუსეთის ციხეებში პატიმრების მასობრივი წამება გრძელდება – 500-ზე მეტი პატიმარი საჩივრის დაწერას ცდილობს

სარატოვის მე-3 გამოსასწორებელი კოლონიისა და ციხის ტუბერკულოზის რეგიონული საავადმყოფოს 400-ზე მეტი პატიმარი წამების შესახებ აცხადებს.

ამის შესახებ ТАСС ადვოკატ სნეჟანა მუნტიანზე დაყრდნობით იტყობინება.

ადვოკატის თქმით, საქმე ეხება წამებას, ცემასა და პირდაპირ კოლონიაში ფულის გამოძალვას.

თუმცა, უფლებადამცველი პროექტის Gulagu.net ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ოსეჩკინმა განაცხადა, რომ მხოლოდ სარატოვის საპატიმროს 500-ზე მეტი პატიმარი ცდილობს საჩივრის შეტანას „წამების და რიგ შემთხვევებში გაუპატიურების ფაქტებზე”“.

ოსეჩკინის თქმით, საუბარია „წამების კონვეიერზე“. მან აღნიშნა, რომ სხვა დაწესებულებებთან დაკავშირებით მასალები უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება.

ოქტომბრის დასაწყისში, პროექტმა Gulagu.net-მა დაიწყო OTB-1-ის ყოფილი პატიმრისგან, პროგრამისტ სერგეი საველიევისგან მიღებული, წამების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნება. პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ, საველიევმა მოახერხა გამოსასწორებელი დაწესებულებიდან პატიმართა წამების ვიდეოარქივის გატანა. თავად საველიევი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, რუსეთში ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ვიდეოკადრების გამოვეყნებას რეზონანსი მოჰყვა, რომლის შედეგად OTB-1-ის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე, რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, თავის მხრივ, სისხლის სამართლის შვიდი საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები