ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტად

“სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი, რაც აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველს გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება აქვს.

„სახალხო დამცველი რას ამბობს, არ არის მთავარი, გამომდინარე იქედან, სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება, – ესეც აჩვენებს, მათ შორის, იმას, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს, თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რომ მიზანშეწონილი იყო, ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი, რაც აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები