შალვა პაპუაშვილი: თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს სათანადო კვლევების ჩატარება და მკურნალობა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტირება, სათანადო კვლევების ჩატარება და მკურნალობა.
“უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული. მის წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მიღებული და მსჯავრდებული სააკაშვილის მიერ ხდება მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების აღსრულება. თუკი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაიმე საფრთხე აქვს, სასჯელაღსრულების სისტემა უზრუნველყოფს, რომ მოხდეს დროული დიაგნოსტირება, სათანადო კვლევების ჩატარება და მკურნალობა. მეთოდები შეირჩევა თავად სასჯელაღსრულების სისტემის მიერ და თუ მას სტაციონარული დახმარება დასჭირდება, ის მე-18 დაწესებულებაში განთავსდება, სადაც ყველა სახის კვლევით და მკურნალობით იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.