კალაძე: ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი წიხლებს ურტყამს ამომრჩეველს, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტებს, როდესაც ზოგიერთი პარტიის ლიდერი ამომრჩეველს ფიზიკურად უსწორდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს.

„საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი სცემს ამომრჩეველს. პირდაპირი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, წიხლებს ურტყამს და ფიზიკურად უსწორდება, რაც ძალიან მძიმეა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება. სხვა შემთხვევაში, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

ზოგი ესაუბრება ამომრჩეველს კონკრეტული ხედვებით, პროგრამებით, ზოგს საერთოდ არაფერი აქვს და ბრტყელ ბრტყელ სიტყვებს ურახუნებენ, საერთოდ, ხედვა არ აქვთ ქალაქთან დაკავშირებით, რა სჭირდება ამ ქალაქს, რა სჭირდება თბილისელებს, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია. მთელი კამპანიის განმავლობაში მგონი, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელსაც კონკრეტული, გაწერილი გეგმა ჰქონდა, კონკრეტული პროექტებით, რაიონების, ქუჩების მიხედვით, პროექტების დასახელებით, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი. დანარჩენი ყველა საუბრობდა ყველაფერზე, გარდა თბილისსა და თბილისელებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები