ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 137 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფიცირების 78 შემთხვევა დადასტურდა, 280 კვლევა ჩატარდა. პანდემიის გავრცელებიდან  ვირუსი 8 287 პირს დაუდასტურდა.

როგორც “როსპოტრებნადზორის” ე.წ. უფროსმა, მარინა კოჩიევამ თქვა, ამჟამად, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 2182 ადამიანი იმყოფება, კიდევ 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები