მას, ვინც ბოლდუინს იარაღი მისცა, უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

22 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე, დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა. გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ.

“2019 წელს Hulu-სთვის სერიალ Into The Dark-ს ვიღებდით. პროდიუსერებს წერილი მივწერე, რომელშიც გადასაღებ მოედანზე დეივ ჰოლსის მუშაობაზე შეშფოთება გამოვხატე. გადასაღებ მოედანზე არ იყო საევაკუაციო ბილიკები, ასევე, ბლოკირებული იყო ავარიული გასასვლელები, არ გამართულა შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე დავილაპარაკებდით”, – იხსენებს გოლი.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე უბედურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ასევე მსახიობმა ჯენსენ ეკლსმაც ილაპარაკა, რომელიც Rust-ში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.

გარდაცვლილი ოპერატორის ქმარს, მეთიუ ჰატჩინს გამოცემა Fox დაუკავშირდა:

“ალეკ ბოლდუინს ველაპარაკე, ის გვერდში მიდგას”, – ამბობს ჰატჩინსი.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით, უბედური შემთხვევა სცენის გადაღების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ცარიელი ვაზნით დატენილი იარაღით ისროდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები