მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს

“შეუძლებელია, დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის, იმ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასეთი საფრთხეები ბუნებაში არ არსებობს, ეს არის „ფეიკი”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით ციხეში “იმიტირებული ბუნტი” მოხდება და სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

მისივე თქმით, დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს ღირსეულად ეპყრობიან.

„დღევანდელ პენიტენციურ სისტემასა და 2012 წლამდე არსებულ სისტემას შორის რადიკალური განსხვავებაა. ჩვენ პატიმრებს ვეპყრობით ღირსეულად, ისე როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, შესაბამისი პირობებიც არსებობს. რაც უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი პენიტენციური სისტემის შემქმნელები და მთავარი შემქმნელი დღევანდელ სისტემას უწუნებენ რაღაცას, ძალადობაზე საუბრობს მაგიდაზე გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურების შემკვეთი ხალხი, ეს ხდება ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ. შეუძლებელია, დღევანდელ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის, იმ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასეთი საფრთხეები ბუნებაში არ არსებობს, ეს არის „ფეიკი“, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებამდე. ცდილობენ მუხტი აწიონ თავიანთ მხარდამჭერებში და, პირველ ყოვლისა, მათ ატყუებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები