ირაკლი კობახიძე: კირკიტაძე – ხულიგანი, უგულავა – ხულიგანი, მელია – ხულიგანი, ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა “ნაცმოძრაობამ”

“კირკიტაძე – ხულიგანი, უგულავა – ხულიგანი, მელია – ხულიგანი. ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ რუსთავში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე.

„თქვენ ნახეთ, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ამ სახის ერთ-ერთი „საუკეთესო“ მაგალითია დავით კირკიტაძე. ის ჩვეულებრივი ხულიგანია. მან, თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ დროს, ახალი დეპუტატი იყო, ჯერ დაცვის თანამშრომელს სცემა, შემდეგ ანალოგიური ინციდენტი გუბერნატორობისას ჰქონდა, როცა საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯს სცემა, გუშინ კი – რუსთავის ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც, სამწუხაროდ, მათ ოფისთან იყო მისული. კირკიტაძე – ხულიგანი, უგულავა – ხულიგანი, მელია – ხულიგანი. ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა, მათ შორის, მეორე ტურისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები