ხობში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, შავღელეს, ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ.

ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

“მასალების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია მერის მოადგილესთან, მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები