ადვოკატის მტკიცებით, გუშინ ღამე “სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა”
“გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.
“მინდა, მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა – ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”, – აცხადებს საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა, შიმშილობს.