ბენ ჰოჯესი – ევროპაში არმიის შექმნაზე: ეს დროისა და ენერგიის სრული დაკარგვაა, ჯობს, ევროპამ მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ რუსეთი მოწინააღმდეგეა

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ევროკავშირის სივრცეში ჯარის შექმნის ინიციატივა დროისა და ენერგიის ფუჭი ფლანგვაა.

ამის შესახებ გენერალმა უკრაინულ გამოცემა hromadsk-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას თქვა.

“ეს არის დროისა და ენერგიის სრული დაკარგვა. ნატო უზრუნველყოფს ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებას. ფრანგებს ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ის, რაც მიზანშეწონილად მიიჩნდათ და იმ მიმართულებით წასულიყვნენ, როგორიც სურდათ. მაგრამ, მაპატიეთ, საფრანგეთმა ვერც კი შეძლო აფრიკაში საკუთარი სამხედრო ოპერაციების ჩატარება, ამერიკელების ლოგისტიკური და სადაზვერვო დახმარების გარეშე. ეს უბრალოდ არასერიოზულია პოლიტიკური მიზეზების გამო მაშინ, როდესაც, ახლაც კი, მთელი ევროკავშირი ვერ ახერხებს ლუკაშენკოს შეჩერებას, რომელიც ერაყიდან მიგრანტებს მათი საზღვრების გავლით “ყრის”.

აი, რას ვგულისხმობ: სად არის თქვენი სტრატეგიული დამოუკიდებლობა? ჩვენ უნდა დავხარჯოთ ფული, ვიყიდოთ მეტი სატრანსპორტო თვითმფრინავი, უზრუნველვყოთ თანამგზავრები და სხვა. თუ თქვენ არ აკეთებთ ამას დაოუკიდებლად და უბრალოდ ქმნით ცალკე საფოსტო ყუთს ევროპული არმიისთვის ან მსგავსი რამ, ამას სერიოზულად არავინ მიიღებს. და ყველაფერი, რაც არსებულ მექანიზმებს დუბლირებს, უბრალოდ, ენერგიისა და რესურსების დაკარგვაა.

რაც შეეხება საფრთხეებს, ყველაზე დიდი ახლა არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა იმის აღიარებისა, რომ კრემლი მოწინააღმდეგეა, ჩინეთის კომუნისტური პარტია  მოწინააღმდეგეა. ეს მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. კიდევ ერთი საფრთხე არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ძალზე დაუცველია კიბერ შეჭრის მიმართ, მათ შორის, შტატების. მეშინია თუ არა, რომ ხვალ რუსეთი თავს დაესხმება ლატვიას? თუ ლიეტუვას? არა, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ საფრთხე ყოველთვის ახლოსაა. ბირთვული იარაღიც. დასავლეთი უფრო მეტად უნდა გაბრაზებულიყო რუსეთზე იმის გამო, რაც მან უკრაინას გაუკეთა, მაგრამ ჩვენ ისინი ისე არ დაგვისჯია, როგორც საჭირო იყო. ერთადერთი რეალური სანქციები, რომელიც მიღებულია და მოქმედებს, არის მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებასთან დაკაშირებით”, – თქვა ბენ ჰოჯესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები